ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

ეროვნული ლიგის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.

თუ არ ჩათვლით მეორე ტაიმის დასაწყისს, როცა "სამგურალმა" სერიოზული იერიში მიიტანა მასპინძელთა კარზე და ერთგვარი შტურმიც მოუწყო, მატჩის დარჩენილ ნაწილში ბათუმელთა ტერიტორიულ-სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო და წუთითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ, რომ საბოლოო შედეგი მათ სასარგებლოდ იქნებოდა.

სასწაული გოლი გაიტანა მაურიდესმა, რომელიც სამი წუთის შესული იყო მოედანზე - დაახლოებით 30 მეტრიდან ბურთს მიწაზე დაუშვებლად მოუქნია და პირდაპირ "ცხრიანში" გაახვია.

მეორე იყო შენგელიას პირველი გოლი ბათუმის "დინამოს" მაისურით და კიდევ რამდენიმე მომენტი, მათ შორის პირველ ტაიმშიც, როცა ბურთი წყალტუბოელთა კარში შეიძლებოდა გასულიყო.

ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამომ" მორიგი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა, შეინარჩუნა ლიდერის მანტია და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომდევნო ტურში "მეშახტეს" უნდა უმასპინძლოს, ამ უკანასკნელის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არის რეალური შანსი, რომ ზღვისპირელებმა კიდევ ერთი ტურით გაიხანგრძლივონ ლიდერობა.

დინამო (ბთ)-სამგურალი 3:0

1:0 პაულო ვიტორი (23, მანდრიჩენკოს პასით), 2:0 მაურიდესი (65), 3:0 შენგელია (74)

დინამო: ყალიჩავა, ტურიცოვი, კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალანადრიშვილი 62), მარა (ჯაფარიძე 68), ალთუნაშვილი (მაჰმუტოვიჩი 77), პაულო ვიტორი, შენგელია, ეშეტიე (იმრანი 62), მანდრიჩენკო (მაურიდესი 62)

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, პატარკაციშვილი (გოლეთიანი 80), შათირიშვილი (იაშვილი 72), შერგელაშვილი, გაფრინდაშვილი, პაბულო რიანი, გოგია, ცეცხლაძე (კრასოვსკი 72), ჟან კარლოსი (მანჯგალაძე 46), სებოლინია (სირაძე 72)

არბიტრი: ბაქარ ბრეგაძე

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები