"მხოლოდ აუზების გათბობაზე არ იქნება საუბარი, გაზის გაძვირება გაზის გაძვირებაა" - ვინ როგორ გაიგო ნარმანიას განცხადება
ეკონომისტები და ოპოზიცია სემეკის ხელმძღვანელ დავით ნარმანიას გაზის ტარიფის დიფერენცირების ინიციატივას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ აუზების გათბობის საბაბით ბუნებრივი აირი ცენტრალური გათბობის მქონე რიგით ოჯახებსაც გაუძვირდება.

ეკონომისტები და პოლიტიკოსები დავით ნარმანიას გაზის ტარიფზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და ფიქრობენ, რომ სემეკი სინამდვილეში გაზის ტარიფის ზოგადად გაძვირებას აპირებს, ამ ყველაფრის გადაფარვას კი "კეთილშობილური სათაურით" ცდილობს, რომ თითქოს გაზის ტარიფი მხოლოდ საცურაო აუზის მქონე ოჯახებს უძვირდებათ.
"დამიჯერეთ მანდ აუზების გათბობაზე არ იქნება საუბარი, თუ თქვენ ცენტრალური გათბობა გაქვთ სახლში ჩართული, თქვენ იმაზე მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე იხდით დღეს" - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.
ის ლოგიკა, რომელსაც ავითარებენ სემეკის წარმომადგენლები, ეს არის ურბალოდ აბსურდი, რომელიც ემსახურება იმას, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება გადაფარონ და გაძვირება კი არ დაარქვან, არამედ როგორც ყველა შემზღუდავი და ახალი რეგულაციების სათაურები არის კეთილშობილური, ამასაც კეთილშობილური სახელი დაარქვან, მაგრამ ახლა გაზის გაძვირება გაზის გაძვირებაა. თქვენ თუ მოხმარებული გაქვს რაღაც იქს რაოდენობა ბუნებრივი აირის, თქვენ გადახვალთ სხვა ტარიფში და უფრო მეტს გადაიხდით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც იგრეკ რაოდენობა აქვს მოხმარებული. მაგრამ ამ იქს და იგრეკ რაოდენობას თავად სემეკი განსაზღვრავს და როგორ განისაზღვრება კაცმა არ იცის. დამიჯერეთ მანდ აუზების გათბობაზე არ იქნება საუბარი, თუ თქვენ ცენტრალური გათბობა გაქვთ სახლში ჩართული, თქვენ იმაზე მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე იხდით დღეს", - ამბობს პაატა ბაირახტარი.
გახარიას თანაგუნდელი, გიორგი შარაშიძე კი ამბობს, რომ ზამთრის წინ ასეთი განცხადების გაკეტება სემეკის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების გაწირვაა.
მას შემდეგ, რაც დენის ტარიფი გაძირდა 33%-ით, ტარიფების გასაზრდელად ემზადება გაზი და წყალი. ეს ამ ზამთრის წინ დიდი სოციალური დარტყმა იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. როგრო შეიძლება დღეს ვალი დაადო ადამიანებს იმის გამო, რომ რაღაცა კონკრეტული რაოდენობით მეტ აირს თუ მოიხმარენ, ამიტომ თურმე შეძლებული ოჯახები არიანდ ა ამიტომ უფრო მეტი უნდა გადაიხადონ". - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
ოჯახებს, რომელთაც საცურაო აუზი აქვთ და ამ აუზებს ბუნებრივი აირით ათბობენ, შესაძლოა მალე უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდეთ - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
ნარმანია ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირი უნდა გაუძვირდეთ მათ, ვინც ბევრს ხარჯავს, სწორდ ასეთებად მოიხსენიებს სემეკის თავმჯდომარე მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებს, რომლებიც მისი თქმით, ძირითადად უფრო შეძლებული ოჯახებისგან შედგებიან.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთი დაბალი დარჩება.
ციტატები სტატიიდან
„დამიჯერეთ მანდ აუზების გათბობაზე არ იქნება საუბარი, თუ თქვენ ცენტრალური გათბობა გაქვთ სახლში ჩართული, თქვენ იმაზე მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე იხდით დღეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…