პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: მერცის კონსერვატორები, გერმანიის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის პოსტზე ქალის კანდიდატურის წარდგენას გეგმავენ

POLITICO-ს ცნობით, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი და სოციალ-დემოკრატები გერმანიის პრეზიდენტის პოსტზე ილზე აიგნერის წარდგენას გეგმავენ. არჩევის შემთხვევაში აიგნერი გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

POLITICO: მერცის კონსერვატორები, გერმანიის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის პოსტზე ქალის კანდიდატურის წარდგენას გეგმავენ
იმედინიუსი

ბავარიელი პოლიტიკოსი ილზე აიგნერი შესაძლოა გერმანიის მომავალი პრეზიდენტი გახდეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იყოს, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას POLITICO რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი და ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) აიგნერს მოქმედი პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შემცვლელად წარადგენენ.

მოსალოდნელია, რომ აიგნერის კანდიდატურას ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ.

2008-2013 წლებში აიგნერი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მთავრობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად ის ბავარიის მიწის პარლამენტის პრეზიდენტია. აიგნერი ასევე „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირის (CSU) წევრია. ეს პარტია კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის (CDU) ბავარიელი პარტნიორია.

CDU და CSU ბუნდესტაგში ერთობლივ საპარლამენტო ბლოკს ქმნიან და ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში შედიან.

ორი წყაროს ცნობით, მერცი კვირას CDU-ის მაღალჩინოსნებს აცნობებს, რომ ბლოკის საპრეზიდენტო კანდიდატი აიგნერი იქნება.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მარტში იწურება. მას ხელახლა არჩევის უფლება აღარ აქვს. გერმანიის ახალ პრეზიდენტს 2027 წლის 30 იანვარს აირჩევენ.

გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულია, ხოლო მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს კანცლერი განსაზღვრავს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: კანადის საკითხზე დავა ფრიდრიხ მერცსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოებას ზრდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები