პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: კანადის საკითხზე დავა ფრიდრიხ მერცსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოებას ზრდის

POLITICO-ს ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ფრიდრიხ მერცს შორის უთანხმოება კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების საკითხზე დავამ გააღრმავა, რასაც ბერლინი ეწინააღმდეგება.

POLITICO: კანადის საკითხზე დავა ფრიდრიხ მერცსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოებას ზრდის
იმედინიუსი

ევროკავშირსა და კანადას შორის სამომავლო ურთიერთობის სტატუსის განსაზღვრის საკითხზე დავა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის, უთანხმოებას კიდევ უფრო აღრმავებს. ინფორმაციას POLITICO ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბერლინსა და ბრიუსელს შორის დაპირისპირების მიზეზი ფონ დერ ლაიენის წინადადებაა, რომლის მიხედვითაც, კანადას ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსი უნდა მიენიჭოს. უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს ტერმინი მონრეალში გამართულ სამიტზე გამოიყენა მას შემდეგ, რაც გერმანიის ინიციატივით, 27 წევრი ქვეყნის მიერ შეთანხმებული ერთობლივი განცხადებიდან ეს ფორმულირება ამოიღეს.

მანამდე მერცმა „ასოცირებული წევრობის“ სტატუსი უკრაინისთვის წამოაყენა, როგორც შუალედური ეტაპი ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე. იდეას მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა, მათ შორის თავად კიევის მხრიდანაც. ბერლინში მიიჩნევენ, რომ ფონ დერ ლაიენის მცდელობა, იგივე ტერმინი კანადასთან მიმართებით გამოიყენოს, გერმანიის კანცლერის ინიციატივის უგულებელყოფაა.

ეს დაპირისპირება მერცსა და ფონ დერ ლაიენს შორის ევროკავშირის მართვის მოდელთან დაკავშირებით მზარდ უთანხმოებას ასახავს, წერს გამოცემა.

ბერლინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს, თუ ევროკომისიის მიერ შეთავაზებული დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობის პროექტიდან „ასობით მილიარდი“ არ შემცირდება. ამასთან, ფონ დერ ლაიენის ინიციატივამ ევროპის უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ, გერმანიაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. გერმანიის მთავრობა უკრაინასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის ცალკე ფორმატს ემხრობა.

ორი დიპლომატის ინფორმაციით, გერმანიამ ოთხშაბათს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე საკუთარი წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თუმცა, ფონ დერ ლაიენთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ამ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმას არ აპირებს.

ევროკომისიის პრესსპიკერის პაულა პინიოს განცხადებით, მხარეები გასულ კვირას გამართულ სამიტზე მიღწეული შეთანხმებების განვითარებაზე მუშაობენ. მისი თქმით, ბერლინსა და ბრიუსელს ევროკავშირისა და კანადის ურთიერთობებთან დაკავშირებით ძირითადი მიზნები საერთო აქვთ.

გერმანელმა დიპლომატმა POLITICO-ს განუცხადა, რომ პოზიციებს შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს და ორივე მხარე მზად არის, კანადასთან ისეთი განსაკუთრებული პარტნიორობა ჩამოაყალიბოს, როგორიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ სხვა არცერთ ქვეყანასთან არ აქვს.

თუმცა, ორი ევროპელი დიპლომატის განმარტებით, განსხვავება ტერმინის ზუსტ მნიშვნელობაშია. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, კანადისთვის შეთავაზებული „ასოცირებული წევრობის“ სტატუსი, უკრაინას არ შეიძლება მიენიჭოს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები