პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალოვანი უწყებები ჯარისკაცების და სპეცრაზმელების კვებისთვის კომპანიას ვერ პოულობენ - ტენდერები ჩავარდა

ჯარისკაცებისა და სპეცრაზმელების კვების უზრუნველსაყოფად გამოცხადებული 32 მილიონი ლარის ღირებულების 20-მდე ტენდერი ჩაიშალა. ექსპერტები დაბალი შეთავაზებული თანხის გამო ბიზნესის პროტესტსა და შემდგომში გამარტივებული შესყიდვის ჩატარების კორუფციულ რისკებზე საუბრობენ.

ძალოვანი უწყებები ჯარისკაცების და სპეცრაზმელების კვებისთვის კომპანიას ვერ პოულობენ - ტენდერები ჩავარდა
TV პირველი

ჯარისკაცების და სპეცრაზმელების კვებისთვის კომპანიას ვერ პოულობენ - ძალოვანი სტრუქტურების კვების უზრუნველსაყოფად გამოცხადებული ტენდერები ერთი მეორის მიყოლებით ჩაიშალა. 20-მდე ტენდერი არის ისეთი, რომელშიც კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. ჯამში ამ ტენდერების ღირებულება 32 მილიონიო ლარია.

როგორც ირკვევა, მიზეზი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები თანხის შეთავაზება.

კორუფციის მკვლევარი და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ბესო დონაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ტენდერიში დაბალი ღირებულება სპეციალურად იყოს მითითებული, რათა ტენდერი არ შედეგს და შემდეგ გამარტივებული შესყიდვა ჩაატარონ.

ეს ნიშნავს, რომ არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო. არ მიიღო იმიტომ, რომ საბაზრო ღირებულება არ შეესაბამებოდა და ძნელი დასაჯერებელია, რომ დღეს კომპანიებმა 32 მილიონიან ტენდერზე თქვეს უარი, როცა ასეთი ეკონომიკური მდგომარეობა არის საქართველოში. არასაბაზრო ღირებულების მითითებას აქვს რისკიანი გადაწყვეტილება - ეს არის, როცა სპეციალურად არის მითითებული დაბალი ღირებულება, რომ ტენდერი არ შედეგს და შემდეგ უკვე მიეცეთ საშუალება, რომ ჩაატარონ გამარტივებული შესყიდვით. გამარტივებული შესყიდვა კი წარმოქმნის უამრავ რისკს - პირველი, ეს არის კორუფციული რისკი. მეორე - ეს არის, რომ უფრო ძვირად მოხდება საქონლის შეძენა, ვიდრე რეალურად ღირს", - ამბობს ბესო დონაძე.

ეკონომისტი ბადრი ნიაური კი პირდაპირ ამბობს, რომ ეს პრაქტიკულად შესყიდვების სისტემის კრახია, სადაც ბიზნესი პროტესტს გამოხატავს.

ნიაურის განმარტებით, სატენდერო პირობები დიდწილად გაურკვევალია, ასევე არის მითითება, რომ მაგალითად კომაპნისი დამფუძნებელ;ი არ უნდა იყოს ნასამართლევი და უნდა იყოს მინისტრის ან სხვა მარალჩინოსნის წონსი ფიგურა.

ეს არის პრაქტიკულად შესყიდვების სისტემის კრახი, სადაც ბიზნესებმა თავიანთი პროტესტი გამოხატეს ამ ფორმით. სატენდერო პირობები არის ძალიან ბევრი დაფარული სერვისებით შეფუთული. მაგალითად, ერთ-ერთი პირობა არის, რომ კომპანიის დამფუძნებელი არ უნდა იყოს ნასამართლევი. როდესაც კარტოფილს იყიდის მარნეულში და მიაწვდის რომელიმე ძალოვან სტრუქტურას, დამფუძნებელი უნდა იყოს ისეთივე მოქალაქე, როგორიც არის ვთქვათ პრემიერი, მინისტრი ან სხვა. მაგრამ იპოვიან იოლ გამოსავალს, რასაც გამარტივებული შესყიდვა ჰქვია". - ამბობს ბადრი ნიაური.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტი 10 ათასად ChatGPT Business მომსახურებას ყიდულობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები