პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერზე გაკეთებულ განცხადებაზე: კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეზიზღება ქართველი ხალხი

ნაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტიტელეიმედი

აკაკი ალადაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი 7 ნოემბერზე იმის მაგალითია, თუ როგორ ეზიზღება ექსპრეზიდენტს ქართველი ხალხი. დეპუტატის მტკიცებით, სააკაშვილი უცხოეთიდან დავალებების შემსრულებელი იყო და საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

აკაკი ალადაშვილი სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერზე გაკეთებულ განცხადებაზე: კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეზიზღება ქართველი ხალხი
რუსთავი 2

არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე და ადამიანების დაკავებაზე - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არაერთ საქმეში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგ ჯერზე დანაშაულებრივი მმართველობის გამართლებას ცდილობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კვლავ მიიჩნევს, რომ როგორც 2007 წელს, ასევე 2008 წელს, მან სწორი ნაბიჯები გადადგა. ეს მაშინ, როდესაც არაერთი ანგარიში პირდაპირ მოწმობს, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ქვეყანაში შეზღუდა თავისუფალი სიტყვა და მედიის რეკეტი განახორციელა.

მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის განცხადებები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეზიზღება ქართველი ხალხი.

"კარგი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ ეზიზღება მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი იყო და არის ცალსახად უცხოეთიდან დავალებების მიმღები და შემსრულებელი. 7 ნოემბერი, 2008 წელი, ამდენი გარდაცვლილი ადამიანი, ამდენი დაჭრილი ადამიანი, ასობით სოფელს უწოდა ქვების გროვა, ზემო აფხაზეთს დაარქვა კოდორის ხეობა და ჩააბარა რუსეთს. შევარდა თავისუფალ მედიაში. დახურა "იმედი," იქ ორსული ქალები დააგდეს ძირს, გაუსწორდნენ, და იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოიხადოს, გამოდის და კიდევ ამბობს, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაციაო და მე არცერთი კანონი არ დამირღვევია, საქართველოს ვიცავდიო. ეს არის მისი უტიფრობის, მისი უტიფარი ხასიათის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კარგი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ ეზიზღება მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი იყო და არის ცალსახად უცხოეთიდან დავალებების მიმღები და შემსრულებელი. 7 ნოემბერი, 2008 წელი, ამდენი გარდაცვლილი ადამიანი, ამდენი დაჭრილი ადამიანი, ასობით სოფელს უწოდა ქვების გროვა, ზემო აფხაზეთს დაარქვა კოდორის ხეობა და ჩააბარა რუსეთს. შევარდა თავისუფალ მედიაში. დახურა "იმედი," იქ ორსული ქალები დააგდეს ძირს, გაუსწორდნენ, და იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოიხადოს, გამოდის და კიდევ ამბობს, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაციაო და მე არცერთი კანონი არ დამირღვევია, საქართველოს ვიცავდიო. ეს არის მისი უტიფრობის, მისი უტიფარი ხასიათის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი,“
აკაკი ალადაშვილი
„იქ ორსული ქალები დააგდეს ძირს, გაუსწორდნენ, და იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოიხადოს, გამოდის და კიდევ ამბობს, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაციაო და მე არცერთი კანონი არ დამირღვევია, საქართველოს ვიცავდიო. ეს არის მისი უტიფრობის, მისი უტიფარი ხასიათის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი,“
აკაკი ალადაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები