"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კრიშტიანუ რონალდოს კარიერის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფეხბურთელმა მადრიდის რეალი, იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი და პორტუგალიის ნაკრები სათანადო დაფასების გარეშე დატოვა.

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი კრიშტიანუ რონალდოს პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა.
რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პორტუგალიელის კარიერის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რონალდოს იმ გუნდებისგან სათანადო დაფასება არ მიუღია, რომლებსაც წლების განმავლობაში ყველაფერს აძლევდა.
"2018 წელი - მადრიდის "რეალი" სათანადო გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარეშე დატოვა.
2021 წელი - "იუვენტუსი" სათანადო გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარეშე დატოვა.
2022 წელი - "მანჩესტერ იუნაიტედი" სათანადო გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარეშე დატოვა.
2026 წელი - პორტუგალიის ნაკრები სათანადო გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარეშე დატოვა.
როდესაც ყველაფერს გასცემ, ადამიანებისთვის უმნიშვნელო ხდები. არსებობენ საუკეთესოები და არსებობენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. რონალდო სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვშია. ასეთ დონეზე კი ადამიანებს მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ.
ის, რაც მან ფეხბურთს მისცა, ერთი სიტყვით ვერ აღიწერება. ისევე, როგორც შეუძლებელია იმ გუნდების დამოკიდებულების აღწერა, რომლებსაც რონალდომ ყველაფერი მისცა", - წერს ხაბიბი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…