პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კალაძესთან საპროტესტო ბანერით მისული ცხოველთა უფლებადამცველი ტერიტორიიდან განარიდეს

ქართული ოცნებათბილისის მერია

რუსთაველის გამზირზე კახა კალაძესთან საპროტესტო ბანერით მისული ცხოველთა უფლებადამცველი ანა ბდეიანი ტერიტორიიდან განარიდეს. აქტივისტის თქმით, მას ძაღლების სამარხების თაობაზე კითხვების დასმა სურდა, თუმცა „ოცნების“ ლიდერთან არ მიუშვეს.

გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე მყოფ კახა კალაძესთან საპროტესტო ბანერით მისული ცხოველთა უფლებადამცველი ტერიტორიიდან განარიდეს.

ანა ბდეიანს კალაძესთან კითხვები ჰქონდა ძაღლების სამარხების შესახებ გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრების შესახებ, თუმცა ქალი "ოცნების" ლიდერამდე არ მიუშვეს.

ფაქტს ბდეიანისთვის კიდევ უფრო ამძიმებს კალაძის მათი მისამართით გაკეთებული ბოლო ცნობილი განცხადება: "5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია".

მერია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ აღმოჩენილი ძაღლების სამარხები მხოლოდ ლეშის დასამრხად გამოიყენება.

თავმოყვარე საზოგადოებაში იმ განცხადების შემდეგ კალაძე იქ არ იდგებოდა, სადაც იდგა და იქ არ იჯდებოდა, სადაც ზის. მინდოდა მისთვის შემეხსენებინა, რომ მიუხედავად რეპრესიებისა და ამ ხოცვა-ჟლეტვისა, პროტესტი კიდევ არსებობს. როგორ გამომივიდა არ ვიცი, რადგან ძალიან დიდმა (ფიზიკურად, სიმაღლით) გამომიყვანა გვერდზე, ნუ შეურაცხყოფა არ მოუყენებია, უნდოდა აეხსნა, რომ ვითომ კალაძე შუაში არ არის. არადა შუაში კი არა თავშია ამ ყველაფერთან, რაც ახლა ვითარდება ცხოველების მიმართ. მე იქ არ ვაპირებდი წივილ-კივილს, უბრალოდ მინდოდა კალაძეს კიდევ ერთხელ ენახა პროტესტი. პროტესტს ერთია ადამიანია თუ ასია, პრტესტია მაინც პროტესტია.

როგორც ეტყობა, დახარისხებულია - ვიღაცა მიდის ახლოს, ვიღაცა არა. პროტესტი როდესაც აქვს ადამიანს ცხოველის ხოცვა-ჟლეტვაზე, იმას არ უშვებენ, მაგრამ ვიღაცა სლავური გარეგნობსი ქალებს, ვისაც სელფი უნდა, იმათ უშვებენ.

პროტესტი თუ გაქვს, გამოხატე სახლში, რაღაცა ამით ცხოვრობენ, მაგრამ მე მგონია, ყოველთვის იარსებებს ისეთი ერთი თუ ათი ადამიანი, ვინც კალაძესტან მივა და პროტესტს გამოუხატავს", - ამბობს ანა ბდეიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„5-6 მათგანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე პირობას დებს, რომ ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები