"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
პსჟ-ს ნახევარმცველი ჟოაო ნევეში აცხადებს, რომ პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში გადასვლა მის გეგმებში არ შედის. 22 წლის ფეხბურთელის თქმით, ის პარიზში ბედნიერია და კლუბთან ერთად ტიტულების მოგებას გეგმავს.

პსჟ-ის ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა საკუთარ მომავალსა და სხვა ჩემპიონატში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ესპანეთში ან ინგლისში, ლა ლიგაში ან პრემიერლიგაში გადასვლა ჩემს გეგმებში არ შედის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერებაა და პარიზში ბედნიერი ვარ. აქ შესანიშნავი ცხოვრება მაქვს და პსჟ-სთან ერთად კიდევ უფრო მეტი ტიტულის მოგება მსურს", - ციტირებს 22 წლის ფეხბურთელს ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, პსჟ-მ ნევეში 2024 წლის ზაფხულში ლისაბონის "ბენფიკასგან" 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…