პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები

უკრაინული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, რუსეთის ქალაქებზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ორიოლში მდებარე „პროტონსა“ და როსტოვში საწარმო „ალმასის“ მახლობელ საწყობში.

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები
ინტერპრესნიუსი

რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რის შემდეგაც, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მანამდე, ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა.

დრონებით იერიშების შედეგად ხანძარი რუსეთის ქალაქ ორიოლში მდებარე ქარხანა „პროტონის“ ტერიტორიაზეც გაჩნდა. რუსულმა „ტელეგრამ“ არხებმა დაწერეს, რომ მანამდე „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ხანძარი გაჩნდა როსტოვში მდებარე სამხედრო საწარმო „ალმასის“ მახლობლად მდებარე საწყობის ტერიტორიაზეც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის იერიშის შემდეგ იწვის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები