პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: უკრაინამ ორიოლის, სარატოვისა და როსტოვის ოლქებში მდებარე სხვადასხვა ობიექტზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ორიოლის, სარატოვისა და როსტოვის ოლქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ქარხნებზე იერიში მიიტანა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, „ნეპტუნის“ რაკეტებით დაიბომბა ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა „პროტონ-ელექტროტექსი“.

მედია: უკრაინამ ორიოლის, სარატოვისა და როსტოვის ოლქებში მდებარე სხვადასხვა ობიექტზე იერიშები მიიტანა
იმედინიუსი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის ორიოლის, სარატოვისა და როსტოვის ოლქებში მდებარე სხვადასხვა ობიექტზე იერიშები მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, თავდასხმების შედეგად რამდენიმე სამიზნესთან ერთად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც დაზიანდა.

რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ორიოლში უკრაინამ ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას, „პროტონ-ელექტროტექსს“ დაარტყა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ობიექტზე რაკეტის პირდაპირი მოხვედრა დადასტურდა, აფეთქებებს კი ხანძარი მოჰყვა. საწარმოზე იერიში უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო თავდაცვის სისტემის „ნეპტუნის“ რაკეტებით განხორციელდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, „პროტონ-ელექტროტექსი“ რუსეთში ელექტრონული მოწყობილობებისა და დანადგარების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელსაც წარმოების სრული ციკლი აქვს.

„ეს ართულებს იმ კომპონენტების წარმოებას, რომლებსაც მოწინააღმდეგე საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებისთვის იყენებს და რომლებითაც უკრაინის ქალაქებს უტევს“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად სარატოვში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ზარალის შესაფასებლად ადგილზე სპეციალისტები უკვე გაგზავნა“, - განაცხადა ბუსარგინმა.

ძლიერი ხანძარი იყო რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ როსტოვში სამხედრო ქარხანა „ალმაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა რუსეთისა და უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ბელგოროდშიც. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ობიექტები იყო ბელგოროდში თავდასხმის სამიზნე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიუკრაინულმა დრონებმა რუსეთის სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიუკრაინული მედია - რუსეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმები განხორციელდა - იწვის ქარხნები და საწყობები
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის იერიშის შემდეგ იწვის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები