საზოგადოება · 31 ოქტომბერი, 21:40
სისხლიანი ანგარიშსწორება ხელვაჩაურში - დაჭრილია 1 პირი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, სავარაუდო დამნაშავე კი დაკავებულია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მომხდარის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…