პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში პოლიციამ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მეზობლის იარაღით დაჭრის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა.

დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს კაცი, რომელმაც მეზობელი ე.წ. აბრეზით დაჭრა - ბათუმში მომხდა სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
  2. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ, ბათუმში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები