პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა"|რატომ შემცირდა ავტომობილებით ვაჭრობა?

საქსტატი

ალექსანდრე ნონიაძის განცხადებით, განბაჟების გაძვირების გამო ავტოინდუსტრიამ თითქმის მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. საქსტატის ცნობით, 9 თვეში ავტომობილების რეექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 13%-ით შემცირდა.

"თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა"|რატომ შემცირდა ავტომობილებით ვაჭრობა?
BM.GE

“თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა”, - ასე შეაფასა სექტორში არსებული მდგომარეობა „საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნონიაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც 9 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაც მოიშველია.

საქსტატის თანახმად, 9 თვეში საქართველომ ავტომობილების რეექსპორტით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 475 მილიონიან (24%-იან) კლებას ნიშნავს. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ავტომობილების იმპორტიც - 3 მლრდ დოლარიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე - კლება 13%-ია.

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ ავტომობილების რეექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი 2026 წლის 1-ელი აპრილიდან გაზრდილი განბაჟების საფასურია.

“წერტილთან” ინტერვიუში ალექსანდრე ნონიაძემ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვრცლად ისაუბრა ავტოინდუსტრიის სექტორში არსებულ ტენდენციებზე.

„ჯამში, ამ 6 თვის განმავლობაში, თან თუ რეგულაციის ამოქმედებიდან პირველ 3 თვეს არ ჩავთვლით და გავითვალისწინებთ, რომ ეს ჯერჯერობით, სექტემბრის მონაცემებია, დარგმა თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ზარალი განიცადა - რასაც საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს; [მილიარდი დოლარი] ცოტა არ არის. მეორე წყარო თვითონ ლოგისტიკური კომპანიებია, სადაც მსხვილ კომპანიებს ვაჭრობა 20%-ზე მეტით შეუმცირდათ, ხოლო საშუალო და მცირე ბიზნესს - 60-70%-ით. გარდა ამისა, დილერების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი 60-70% აქტიური არ არის და მოლოდინის რეჟიმშია - ვერ რისკავენ ავტომობილის შეძენასა და ჩამოყვანას.

აღსანიშნავია ისიც, რომ დილერების შემთხვევაში იზრდება თითოეულ ავტომობილზე კაპიტალდაბანდების მოცულობა. თუ ადრე, პირობითად, 10 000 დოლარი გჭირდებოდა ერთი ავტომობილის ჩამოსაყვანად, ახლა საშუალოდ 15 000 დოლარია საჭირო. გაიზარდა ლოგისტიკური ხარჯები და ჩამოყვანის დროც (ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ იმოქმედა კონტეინერების რაოდენობაზე). მესამე მაჩვენებელი რეინვესტირების ვადებია - თუ ადრე დაბანდებულ კაპიტალს 3-4 თვეში ამოვიღებდით, ახლა 5, 6 ან 7 თვეა საჭირო ანუ უფრო მეტს ვაბანდებ, უფრო მეტი ხარჯი მაქვს, მეტი დრო მჭირდება თანხის ამოსაღებად და პლუს ამას, თუ ადრე შემოსავალი 1 000 დოლარი იყო, ახლა 500 დოლარამდეა განახევრებული. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ზარალზეც - თვითღირებულებაში გაყიდვაც კი დიდი საქმეა და ბევრმა ამის გამო მიატოვა საქმიანობა.

ამდენად, ერთის მხრივ საქსტატის მონაცემები, მეორე მხრივ, კომპანიებისა და დილერების პრობლემები ადასტურებს, რომ არცერთ მიმართულებაში წარმატება არ გვაქვს და ჩვენი უარყოფითი პროგნოზი მართლდება”, - განმარტა ალექსანდრე ნონიაძემ.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა რეექსპორტისა და იმპორტის მკვეთრი კლების მთავარი მიზეზი სწორედ გაძვირებული განბაჟება, ალექსანდრე ნონიაძე ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება დარგისთვის გადამწყვეტი ნეგატიური ფაქტორი გახდა.

„დიახ, ეს [განბაჟების გაძვირება] არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი. ოღონდ, როდესაც 1-მილიარდიან დანაკარგზე ვსაუბრობთ, აქ უნდა დავითვალოთ როგორც იმპორტის, ისე რეექსპორტის მაჩვენებლების შემცირება. ორი აზრი არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დიდი ნეგატივი გამოიწვია. ახლა ყველა კომპანია ცდილობს, გადაეწყოს და ახალი ბაზრები მოძებნოს, მაგრამ პირველი შოკი ბაზარმა უკვე მიიღო და ჯერჯერობით ამ მდგომარეობიდან ვერ გამოსულა. თუკი რაიმე მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მხოლოდ ინერციით. დღეს შორსმიმავალი გეგმების დასახვა ან დარგში ინვესტირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან არსებულ ვითარებაში გაურკვევლობა გაცილებით მეტია, ვიდრე სიცხადე”, - განაცხადა ალექსანდრე ნონიაძემ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გადახედოს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს (აქციზის განაკვეთის გაზრდას).

"სახელმწიფომ არ უნდა გაწელოს დრო და ახლავე მოახდინოს რეაგირება", - ამბობს ის.

ალექსანდრე ნონიაძემ “წერტილთან” ინტერვიუში მოიშველია 2020 წლის პანდემიის მაგალითი, როდესაც მთავრობამ საზღვარი ერთი წლის დაგვიანებით გახსნა დილერებისთვის, რამაც ვეღარ იმუშავა, რადგან ბაზარი უკვე გადაწყობილი იყო და შუამავალი კომპანიები გაჩნდნენ.

„პირდაპირ ვამბობ - თუკი აქციზთან დაკავშირებული ეს საკითხი გადასახედია, რამაც დარგსა და ქვეყნის ეკონომიკას თითქმის 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა, ხომ არ სჯობს, სანამ დროა, დროულად გადავხედოთ და შევცვალოთ?! მოგვიანებით შეცვლა შეიძლება საერთოდ დაგვიანებული იყოს და აზრი აღარ ჰქონდეს. ტყეში მოჭრილი ხისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მეტყევე შეიცვლება თუ არა - ეს პარლამენტი იქნება თუ სხვა, მოჭრილ ხეს ვეღარაფერს უშველი. სამწუხაროდ, ეკონომიკას არ ვუფრთხილდებით: სანამ რამეს შევცვლით, მანამდე აბსოლუტურად ყველაფერს ვანადგურებთ. ეკონომიკა კი ხელშეუხებელი უნდა იყოს, რადგან ის ჩვენს მომავალ თაობას, შვილებსა და სამუშაო ადგილებს იცავს”, - განაცხადა ალექსანდრე ნონიაძემ “წერტილში”.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თითქმის $1 მილიარდის ზარალი მიიღო ავტოინდუსტრიის დარგმა“
ალექსანდრე ნონიაძე
„სახელმწიფომ არ უნდა გაწელოს დრო და ახლავე მოახდინოს რეაგირება“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რაც საქართველოზეც იმოქმედებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები