ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რაც საქართველოზეც იმოქმედებს

ქართული ოცნება

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს საქართველოდან ირანში ავტოექსპორტზე, რომელიც მიმდინარე წლის პირველ თვეებში მკვეთრად იყო გაზრდილი.

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რაც საქართველოზეც იმოქმედებს
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რაც საქართველოზეც იმოქმედებსნეტგაზეთი

ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა.

საქართველოდან ირანში გატანილი ექსპორტის 80%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა.

„რამდენიმე წუთის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობის, სამთო მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებით, ოთხშაბათიდან, 2026 წლის 30 სექტემბრიდან, ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება“, — დაწერა საქართველოში ირანის საელჩომ.

ირანული მედიის ინფორმაციით, ახალი წესი კაპიტალის გადინების თავიდან აცილებას და ირანული ვალუტის გამყარებას ემსახურება.

სეიედ მოჰამად ათაბაქმა, ირანი მრეწველობის, მაღაროებისა და ვაჭრობის მინისტრმა იმპორტის სფეროში მთავრობის ახალი პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ძვირადღირებული ავტომობილების შემოტანა აიკრძალება მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ირანელებისთვისაც. მისი თქმით, ძირითადი ყურადღება ბიუჯეტური ავტომობილების იმპორტზე იქნება გამახვილებული.

მან ასევე ისაუბრა მეორადი ავტომობილების იმპორტის ხანგრძლივ პროცესზე, რომელიც წინა მთავრობებში შესაბამისი აღმასრულებელი რეგულაციის არარსებობის გამო შეჩერებული იყო. ამ პროგრამის ამოქმედების შესახებ განცხადებისას მან აღნიშნა, რომ დღემდე ქვეყნის საბაჟოებში 1 000-ზე ნაკლები მეორადი ავტომობილია შემოტანილი და მოსალოდნელია, რომ მათი ბაზარზე მიწოდება ფასების გარკვეულ კორექტირებას შეუწყობს ხელს.

ავტომობილების ექსპორტი საქართველოდან ირანში

ცნობისთვის, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ირანში ექსპორტი 747%-ით, 19-დან 162 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ზრდის უმთავრესი მამოტივირებელი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილები გახდა. თუ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ირანში სულ 10 ავტომობილი გაიყიდა, 2026 წლის პირველ 8 თვეში მათი რაოდენობა 7360-ს გაუტოლდა.

ირანში გატანილი ექსპორტის 80%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს. მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციისთვის მთავარ ბაზრად კვლავ შუა აზიის ქვეყნები რჩება, თუმცა იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთში ავტოექსპორტი 38%-ით, $884 მლნ-დან $551 მლნ-მდე, ხოლო ყაზახეთში 60%-ით, $494 მლნ-დან $297 მლნ-მდე შემცირდა. 8 თვეში მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში დანაკლისმა $529 მლნ შეადგინა, რაც ტაჯიკეთსა და უზბეკეთში მცირე მატებამ ვერ დააკომპენსირა. მთლიანობაში, 8 თვეში ავტოექსპორტი $380 მლნ-ით, $1.728-დან $1.348 მლრდ-მდე შემცირდა, რაც 22%-იანი კლებაა.

2025 წლის იანვარ-აგვისტოში ირანში ავტოექსპორტი სიმბოლური იყო და 300 ათას დოლარს არ აღემატებოდა, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 129 მლნ-მდე გაიზარდა და მესამე ადგილი დაიკავა.

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ირანში ექსპორტი 747%-ით გაიზარდა

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.