პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“კარგი ამბები სლოვაკეთიდან – ორმაგი დარტყმა ფიცოსთვის” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას განცხადებით, ფიცოს მმართველმა კოალიციამ სლოვაკეთის პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა, საკონსტიტუციო სასამართლომ კი შეკრებების შეზღუდვის ნორმა გააუქმა. პარალელურად, სერბეთში აქციის მონაწილეთა წამების ბრალდებით 10 პოლიციელია დაკავებული.

“კარგი ამბები სლოვაკეთიდან – ორმაგი დარტყმა ფიცოსთვის” – ლაშა ბერულავა
ალია

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

კარგი ამბები სლოვაკეთიდან: ორმაგი დარტყმა ფიცოსთვის სულ რამდენიმე საათში:

მისმა მმართველმა კოალიციამ პარლამენტში გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა – კოალიციას მხოლოდ 75 მყარი ხმა დარჩა, უმრავლესობისთვის კი 76 არის საჭირო.

ამასთან, სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფიცოს მთავრობის მიერ მიღებული კანონის იმ ნორმის ნაწილი, რომელიც მუნიციპალიტეტებს საჯარო შეკრებებისა და დემონსტრაციების აკრძალვის ზედმეტად ფართო უფლებას აძლევდა.

სერბეთში კი დააკავეს 9 მოქმედი და 1 ყოფილი პოლიციელი, რომლებსაც 2025 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სტუდენტებისა და მოქალაქეების წამებასა და დაშინებას ედავებიან. ათივე ეჭვმიტანილს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ქარის მიმართულება იცვლება, ჟანრის კანონია.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო – Reutersწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები