“ტიპიური ზონდერ მოსამართლის პასუხია” – ნიკა გვარამია.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან პირველ შუამდგომლობაზე უარის შესახებ მიღებული განჩინება „ტიპიური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია კლანის ყველაზე უარეს ტრადიციებში“.

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია:
საკონსტიტუციო სასამართლოს “დასაბუთებული” განჩინება მომივიდა ელექტრონული ფოსტით. აი, სულ პირველ შუამდგომლობაზე უარი რომ გვითხრეს ორი კვირის წინ, ის. ხო, ახლა მომივიდა, დასაბუთებას დრო არ უნდა თუ რა?
ხუმრობა იქეთ იყოს და, სამართლებრივი დეტალებით არ გადაგღლით. მხოლოდ იმას გეტვით, რომ ტიპიური სისხლის სამართლის ზონდერ მოსამართლის პასუხია. კლანის ყველაზე უარეს ტრადიციებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…