საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრები 6-8 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გასამართ გრან პრის სერიის მესამე ეტაპზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს. ტურნირზე ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, დიანა დევისი, გლებ სმოლკინი, ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძე გამოვლენ.

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს, - იტყობინება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია:
"6-8 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიმართება გრან პრის სერიის მესამე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ჩვენი ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.
ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინას, დიანა დევისი- გლებ სმოლკინისა და ანასტასია გუბანოვასთვის ეს რიგით მეორე ეტაპი იქნება, სადაც დიდი ალბათობით გაირკვევა მათი შანსები გრან პრის ფინალში საასპარეზოდ, ნიკა ეგაძისათის კი - პირველი ეტაპი".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…