პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს პარლამენტი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია, სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია
იმედინიუსი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

გივი მიქანაძემ სასწავლო სივრცეები დაათვალიერა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლაში 580-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებით, იდეათეკითა და ბიბლიოთეკით.

სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და კონკურსში, რაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა კლუბი, მათ შორის STEAM-ისა და რობოტიკის კლუბები, მკითხველთა, კალიგრაფიისა და ხელოვნების წრეები.

მინისტრთან ერთად სკოლაში იმყოფებოდნენ: ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები