გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა.
გივი მიქანაძე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა, ახალი სკოლის მშენებლობის დასრულება მიულოცა და სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
არიფ ალიევის სახელობის სოფელ ტალავერის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სკოლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს.
შენობაში განთავსებულია საკლასო ოთახები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სასადილო სივრცე. სკოლის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ღია, ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი და გარე სივრცეები.
ახალი სკოლის შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, უსაფრთხოების ნორმებს და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
მინისტრთან ერთად ახალ სკოლაში იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით შერაზადიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…