პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ასრულებს. პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
ინტერპრესნიუსი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალმომარაგებისა და წყალაირინების ქსელების განახლების დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ასრულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის შედეგად ექსპლუატაციაში შევა 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები.

„პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა „ჯივიპის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიორგი ვეშაპიძემ.

ამასთან, „ჯივიპის“ ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ჯივიპიმ“ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“, - განაცხადა „ჯივიპის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავიდა
  2. BM.GEოპოზიციურიჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განლაგებიდან გამომდინარე, ქსელების დამატებით ჩაღრმავება გახდა საჭირო - წყალარინების ქსელი 6 მეტრის, ხოლო წყალსადენის ქსელი 2 მეტრის სიღრმეზე განთავსდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოძველებული თუჯის მილები თანამედროვე, ორმაგი შიდა და გარე იზოლაციის მქონე ფოლადის მილებით, ხოლო წყალარინების ქსელი რკინა-ბეტონის არმირებული მილებით ჩანაცვლდა. არსებული გამოწვევების მიუხედავად, სამუშაოები უმოკლეს ვადებში და მაღალი ხარისხით შესრულდა“
გიორგი ვეშაპიძემ
„ჯივიპიმ“ რუსთაველის გამზირზე არსებული მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენები და გამოყენებული მასალები თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს სრულად შეესაბამება, რაც მათი ხანგრძლივი და საიმედო ექსპლუატაციის გარანტიას იძლევა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში პროექტი სრულად დასრულდება, რის შემდეგაც ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევა“
გიგა ნადირაძემ
„პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა. რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ და ეფექტიან ფუნქციონირებას“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები