პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც სასჯელს პოლიციელებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის იხდიან, მოუწევთ აღიარება, რომ აფინანსებდნენ ძალადობრივ აქციებს - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ზვიად შალამბერიძის მტკიცებით, ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი „თვითნებურად დაკავებულების“ დასახელების შემთხვევაში ბრიუსელს მოუწევს იმის აღიარება, რომ საქართველოში ძალადობრივ აქციებს აფინანსებდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ევროპის ქალაქებში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.

ზვიად შალამბერიძე ასევე ეხმაურება საკითხს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად, არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ბრიუსელი "თვითნებურად დაკავებულებში", რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ.

ზვიად შალამბერიძის თქმით, მათ რომ ამ ადამიანების სახელები დაასახელონ, პირდაპირ მოუწევთ აღიარება, საქართველოში ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ.

"მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს ამ შემთხვევაში პოლიციელებს და რეალურად იგივე დანაშაულისთვის საფრანგეთში მათ იჭერენ, როგორც სიცოცხლის ხელყოფისთვის, მაშინ ამის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად, თავიდან ბოლომდე, როდესაც აფინანსებენ "მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას, ისინი აფინანსებდნენ იმ აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და რომელსაც დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ, მოუწევთ ამ ყველაფრის აღიარება. აი, ამიტომ არიან ახლა უხერხულ მდგომარეობაში", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ რომ დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან სასჯელს იმისთვის, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს ამ შემთხვევაში პოლიციელებს და რეალურად იგივე დანაშაულისთვის საფრანგეთში მათ იჭერენ, როგორც სიცოცხლის ხელყოფისთვის, მაშინ ამის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად, თავიდან ბოლომდე, როდესაც აფინანსებენ "მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილის" კამპანიას, ისინი აფინანსებდნენ იმ აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და რომელსაც დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ, მოუწევთ ამ ყველაფრის აღიარება. აი, ამიტომ არიან ახლა უხერხულ მდგომარეობაში“
ზვიად შალამბერიძე
„ესროლეს ამ შემთხვევაში პოლიციელებს და რეალურად იგივე დანაშაულისთვის საფრანგეთში მათ იჭერენ, როგორც სიცოცხლის ხელყოფისთვის, მაშინ ამის აღიარება მოუწევთ, რომ რეალურად, თავიდან ბოლომდე, როდესაც აფინანსებენ“
„კამპანიას, ისინი აფინანსებდნენ იმ აქციებს, რომელიც ძალადობრივი იყო და რომელსაც დღემდე მშვიდობიანად აცხადებენ, მოუწევთ ამ ყველაფრის აღიარება. აი, ამიტომ არიან ახლა უხერხულ მდგომარეობაში“
ზვიად შალამბერიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენ კარგად ვიცით "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე და შემართება - გიორგი გაბუნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები