პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა არის მაღალი - ზვიად შალამბერიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე

საქართველოს პარლამენტი

ზვიად შალამბერიძე „ღიმილის მომგვრელს“ უწოდებს იმას, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპირატესობა სხვა კანდიდატ ქვეყნებს ენიჭებათ.

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტ უნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა ორი მიმართულებით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59%-ი მიიღო და ევროპაში 15-ე ადგილი დაიკავა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 15 სახელმწიფოს.

მიმდინარე ანგარიშის შესახებ საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო მუდამ მოწინავე ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, გაწევრიანების გზაზე, უპირატესობას სხვა კანდიდატ ქვეყნებს ანიჭებენ, ვიდრე საქართველოს, რაც შალამბერიძის თქმით, ღიმილის მომგვრელია.

"ნებისმიერი ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის სტრუქტურები აქვეყნებენ, ყველა ანგარიშში საქართველო ან საუკეთესო ხუთეულშია, ან ათეულში და ა.შ.

პარალელს ვავლებთ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ანგარიშში ბოლო ადგილებზე არიან თავიანთი წარმატებებით.

ანგარიშში კი გვიცხადებენ, რომ ის ქვეყნები არიან პირველ ათეულში და საქართველო საერთოდ არ განიხილება - ღიმილის მომგვრელია, რადგან რეალურად თვითონვე აღიარებენ, რომ საქართველოში, თუნდაც სასამართლოს მიმართ, ნდობა არის მაღალი", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები