პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით რეგისტრირებულთა რაოდენობამ წელს 70%-ს მიაღწია. გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტომ რუსთავში წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
იმედინიუსი

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ქალაქ რუსთავში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო მოსამსახურეებმა რეკრუტთა მშობლებსა და ახლობლებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს, ასევე ილაპარაკეს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პრივილეგიებსა და უპირატესობებზე.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ნებაყოფლობით რეგისტრირებული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფრომატით წარიმართა. დასასრულს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლებს შვილების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის მადლობის წერილები გადასცეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები