სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა
რუსთავში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტომ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულთა მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. უწყების ცნობით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულთა წილმა წელს 70%-ს მიაღწია.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ, ქალაქ რუსთავში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებთან შეხვედრა გამართა და მათ მადლობის წერილები გადასცა, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებიც ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა რეკრუტების მშობლებსა და ახლობლებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის წესები და პირობები გააცნეს, ასევე ისაუბრეს ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პრივილეგიებსა და უპირატესობებზე.
სააგენტოს წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ამ მაჩვენებელმა 70%-ს მიაღწია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მშობლებს, შვილების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის, მადლობის წერილები გადასცეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…