პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი ლიდერის თანახმად, უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა გაერთიანებაში, ხოლო ომის შედეგად უკრაინის განადგურებას ახლა მის წინააღმდეგ არგუმენტად იყენებენ.

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში
იმედინიუსი

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

ის ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის.

„თუმცა, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც - ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა თქვა, რომ მკაცრად უჭერენ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას იზიარებენ. უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრება გამორიცხა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუმცა, ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში გვესმის მათი განცხადებები, რომ უკრაინა ევროკავშირის სახელითაც ომობს ამ ომში და როგორც ვხედავთ, ამისთვის სამადლობელად ნამდვილად არ აქვთ შემონახული უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. უფრო მეტიც - ის, რომ ომის შედეგად უკრაინა ნადგურდება, ახლა სწორედ მის წინააღმდეგ იყენებენ ამ არგუმენტებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა მოხდეს შესაბამისობის და ქვეყნის მზადყოფნის მიხედვით“
ნინო წილოსანმა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები