უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანის განცხადებით, 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის და უნგრეთი ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღებას მხარს არ უჭერს.

„უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის, ორბანმა უპასუხა: „ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია. ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და, ჩემი აზრით, ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას ვიზიარებთ“.
უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება გამორიცხა.
„თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ისევე ეს პროცედურა, როგორც ეს ჩვენ გავიარეთ. ჩვენ არცერთ დაჩქარებულ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ანიტა ორბანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაუნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას "არარეალისტურად" მიიჩნევს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია - ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული
ციტატები სტატიიდან
„უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…