პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია - ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური არ არის და დაჩქარებული წესით გაწევრიანება გამორიცხა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2030 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია - ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული
იმედინიუსი

უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის, ორბანმა უპასუხა: „ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია. ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და, ჩემი აზრით, ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას ვიზიარებთ“.

უნგრელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატი ქვეყანა ერთნაირ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და უკრაინისთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება გამორიცხა.

„თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ისევე ეს პროცედურა, როგორც ეს ჩვენ გავიარეთ. ჩვენ არცერთ დაჩქარებულ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა ანიტა ორბანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოუნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანებას "არარეალისტურად" მიიჩნევს
  2. POSTVსამთავრობოუნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „უნგრეთი მიიჩნევს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ეს რეალისტურად არ მიგვაჩნია. ჩვენ მკაცრად ვუჭერთ მხარს პროცესს, რომელიც დამსახურებაზეა დაფუძნებული და, ჩემი აზრით, ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას ვიზიარებთ“
„თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიაროს ისევე ეს პროცედურა, როგორც ეს ჩვენ გავიარეთ. ჩვენ არცერთ დაჩქარებულ გაწევრიანებას არ ვუჭერთ მხარს“
ანიტა ორბანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, 15-20 წელი დასჭირდეს - პეტერ მადიარიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები