პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონულ დანაყოფებს შეხვდა, სადაც საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები განიხილეს და სამომავლო დავალებები გასცეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა
რუსთავი 2

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მერაბ გამყრელიძე, მოადგილე დავით არდაზაშვილთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრებზე განიხილეს რეგიონებში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, გამოვლენილი სამართალდარღვევები და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები.

მერაბ გამყრელიძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში მათი პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობას.

სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კობა კოპალიანი და მისი მოადგილე დავით სადაღაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაგამოძიებო სამსახურის უფროსი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონული დანაყოფების თანამშრომლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები