პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მკვლელობის, ქრთამის მიცემისა და თაღლითობისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა და სარფის გამშვები პუნქტით ქვეყნიდან გააძევა.

მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა
ალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს.

უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაცია, სადაც აღნიშნული პირი შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, რაც “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაძევების საფუძველია.

“გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება “სარფის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება “სარფის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები