მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა და საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა თურქეთში მკვლელობის, ქრთამის მიცემისა და თაღლითობის ბრალდებით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა და „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის სამართალდამცავებს გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან გააძევეს.
უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაცია, სადაც აღნიშნული პირი შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, რაც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაძევების საფუძველია.
"გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება "სარფის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება "სარფის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს“
„გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება“
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…