პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი ახალ და მასშტაბურ შეთანხმებას აანონსებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და მზადდება მასშტაბური შეთანხმება, რომელიც შესაძლოა მთელ ევროპას შეეხოს.

დონალდ ტრამპი ახალ და მასშტაბურ შეთანხმებას აანონსებს
ალია

დონალდ ტრამპი ახალ და მასშტაბურ შეთანხმებას აანონსებს. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომცველი გარიგება.

ტრამპმა ეს განცხადება პუტინის სპეცწარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრა პუტინის წარმომადგენელთან, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა მალე გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარებას ისახავს მიზნად.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა და რომ ეს შეთანხმება მთელ ევროპასაც შეეხოს.

„ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე. უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება, დიდი შეთანხმება იქნება და მასში უკრაინაზე მეტი მხარე იქნება ჩართული. შეიძლება მასში მთელი ევროპაც კი იყოს ჩართული. ეს იქნება დიდი და შესანიშნავი შეთანხმება, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპი კირილ დმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ - ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრე, უბრალოდ გეტყვით, რომ შეთანხმება იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპი და მისი მეუღლე პუტინის წარმომადგენელს შეხვდნენ – აშშ „დიდ შეთანხმებას“ ანონსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები