პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეს მისი მმართველობის სავალალო დასასრულია" - საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

„ელაბის“ გამოკითხვით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე — 13%-მდე დაეცა, 82% კი მას უნდობლობას უცხადებს. მაკრონმა ფრანსუა ოლანდის ანტირეკორდიც მოხსნა, ხოლო პოლიტიკოსთა რეიტინგში 35%-ით პირველ ადგილს მარინ ლე პენი იკავებს.

"ეს მისი მმართველობის სავალალო დასასრულია" - საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
რუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კვლევითი ინსტიტუტის, "ელაბის" ახალი გამოკითხვით, ემანუელ მაკრონს მოქალაქეთა მხოლოდ 13 პროცენტი ენდობა, ხოლო 82 პროცენტი უნდობლობას უცხადებს.

მაკრონმა ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის 2016 წლის ანტირეკორდიც მოხსნა, რომლის რეიტინგი 14 პროცენტი იყო. მწვავე სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მინიმუმამდე - 17 პროცენტამდე შემცირდა პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს ნდობის მაჩვენებელიც. პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს 35 პროცენტით კვლავ მარინ ლე პენი იკავებს.

საფრანგეთის პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერის თქმით, მაკრონს ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაზე მხარი საკუთარმა დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს, რაც "მისი მმართველობის სავალალო დასასრულია".

"ემანუელ მაკრონმა მართლაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა, მათ შორის ისიც, რომ ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრაზე მას მხარი საკუთარმა დეპუტატებმაც კი არ დაუჭირეს. თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ეს მისი მმართველობის საკმაოდ სავალალო დასასრულია", - აცხადებს ლე პენი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - მან ფრანსუა ოლანდის ანტირეკორდი მოხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გამოკითხვა: მაკრონის პრეზიდენტობას ფრანგების მხოლოდ 15% იწონებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები