წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე ჭალის ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოები 727 ჰექტარზე მიმდინარეობს, სადაც ჯამში 31 000-ზე მეტი მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, წნორისა და ჭიაურის სატყეო უბნებზე, ჭალის ტყეში, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები 727 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე ჯამში 31 000-ზე მეტი მუხისა და იფანის ნერგი დაირგვება.
ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ზრდის დეგრადირებული ტყეების აღდგენის ღონისძიებების მასშტაბებს. დაგეგმილია, რომ აღდგენილი ტყის ფართობი ყოველწლიურად, სულ მცირე, 2 600 ჰექტარით გაიზარდოს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…