ხაზარაძის პარტიის ლიდერმა დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის პალატის თავმჯდომარეს, ლორენცო ფონტანას და დეპუტატებს ფაშისტები უწოდა
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტში „ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით“ იმყოფებოდა, რითაც იტალიელ კოლეგებს ფაშისტები უწოდა.

მამუკა ხაზარაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს და იმ ოფიციალურ პირებს, ვინც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს, ფაშისტები უწოდა.
კერძოდ, "ლელოს" ლიდერი აცხადებს, რომ იტალიის პარლამენტში ქართული მხარე "ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით" იმყოფებოდა.
"პაპუაშვილმა იცოდა, ბრიუსელში რომ ჩადიოდა, არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა არ ექნებოდა და ბელგიის პარლამენტში მივიდოდა რომელიღაც ერთი ფრაქციის მიწვევით. ან იტალიის პარლამენტში რომ მიდიან ადგილობრივი ფაშისტების მიწვევით და იქ რომ ყელყელაობენ.” - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას, ასევე, იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს გასულ თვეს შეხვდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…