პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრ პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა, სადაც მხარეებმა კულტურულ კავშირებსა და ქართველი ახალგაზრდებისთვის ვატიკანის სტიპენდიების საკითხზე ისაუბრეს.

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
რუსთავი 2

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე თამარ ბაგრატიონმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წმინდა საყდართან ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა არქიეპისკოპოსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის შეტანილი წვლილისთვის.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობაზეც. აღინიშნა ვატიკანში ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენის მნიშვნელობა, ასევე, ვატიკანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალების შესწავლის შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ვატიკანისა და რომის უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათთვის გამოყოფილ სტიპენდიებზე.

საუბრის დასასრულს თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს მნიშვნელოვანი თარიღი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქვეყნის ისტორიულ კავშირებს წმინდა საყდართან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალეჰერს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოიტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები