პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკა გვარამია - მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“

კოალიცია ცვლილებისთვისსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ახმეტელ ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით მისი საზოგადოებრივი ავტორიტეტის გამო აეკრძალა, ხოლო ხელისუფლება ოპოზიციის სრულ შეზღუდვასა და საარჩევნო ოქმების გასაჩივრების მექანიზმის გაუქმებას გეგმავს.

ნიკა გვარამია - მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“
ინტერპრესნიუსი

გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს "დანაშაული", - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, ფრთხილად უნდა იყოს.

„ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია.

ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შემოიღეს.

გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე.

კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის).

კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა.

და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ "ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება", "ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა", "პროტესტი არაფრის მომტანი არაა", "პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ" და ასე შემდეგ. თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“, - წერს ნიკა გვარამია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1
  1. ალიაოპოზიციურითქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი? – ნიკა გვარამია
  2. NEWS.GEნიკა გვარამია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს "დანაშაული"
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია. ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შემოიღეს. გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე. კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის). კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა. და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ "ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება", "ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა", "პროტესტი არაფრის მომტანი არაა", "პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ" და ასე შემდეგ. თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?“
ნიკა გვარამია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია - დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორ ვუყურებთ მიმდინარე პროცესს და რას გამოიწვევს პარტიების აკრძალვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები