თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი? – ნიკა გვარამია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლება რეპრესიებს აძლიერებს, მათ შორის ექიმ მაია კოხტაშვილს არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აუკრძალა, ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს და საარჩევნო ოქმების გასაჩივრების შესაძლებლობას ზღუდავს.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
გასაოცარი ამბავია: მაია კოხტაშვილს, ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა. ცხადია იმიტომ, რომ კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რაომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს “დანაშაული”. ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს, ესეც ცხადია.
ახლა კონტექსტს შევხედოთ: არასამთავრობო ორგანიზაციას ოდესმე მაინც გაკარებულ ყველა ადამიანზე კანონით იგივე აკრძალვა შეომიღეს.
გავაგრძელოთ კონტექსტი: ყველა ოპოზიციურ პარტიას კრძალავენ, თავის დაკავშირებულ პირებიანად, რაც პრაქტიკულად ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც მოიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ აქტივისტებზე, მხარდამჭერებზე, შემომწირველებზე.
კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: მთლად რამდენიმე დღის წინა შემოტანილი საკანონმდებლო ცვლილებებით ეფექტურად იკრძალება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შინაარსობრივი გასაჩივრება და რჩება მხოლოდ ტექნიკური მხარე (იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმეს კალკულატორი გაუფუჭდა და ქვეშმიწერით დაჯამებაც არ იცის).
კიდევ კიდევ გავაგრძელოთ კონტექსტი: და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ყველა კომისია მათია, ფული მარტო მათ აქვთ, ყველა ოპოზიციური ტელევიზია ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა (ფორმულა მთლად დაიწვა გუშინ), სუსი, ქუჩა და პოლიცია ერთიანად მუშაობს ოპოზიციის და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, ქვეყანაში ათობით პოლიტპატიმარია და ვინ მოთვლის კიდევ რა.
და ახლა მთავარი შეკითხვა დავსვათ: ვინც იმას იძახით, რომ “ბიძინამ არჩევნები რომ დანიშნოს, კონსტიტუციური უმრავლესობით ისე მოიგებს, გაყალბება არ დასჭირდება”, “ეს ოპოზიცია არაფრის მაქნისი არაა”, “პროტესტი არაფრის მომტანი არაა”, “პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ქოცებს აწყობდათ” და ასე შემდეგ,
თქვენ იდიოტები ხართ თუ ბიძინა გგონიათ იდიოტი?
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…