პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თუ წესებიდან ხარ ამოვარდნილი, თვეებია არ მონაწილეობ, ზოგჯერ უკმაყოფილებას იჩენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ შენს ადგილს იქ ვერ ხედავ - გიგი წერეთელი ოპოზიციური ალიანსიდან "ნაცინალური მოძრაობის" გარიცხვაზე

ნაციონალური მოძრაობაევროპული საქართველო

„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ალიანსიდან გარიცხვის შესახებ ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთლის თქმით, საერთო წესების უგულებელყოფა და პროცესებში თვეობით არმონაწილეობა ნიშნავს, რომ პარტია საკუთარ ადგილს იქ ვეღარ ხედავს.

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ალიანსი თავად არ დაუტოვებიათ და გაერთიანებიდან გარიცხვის შესახებ, მხოლოდ ალიანსის ლოგოდან ამოშლის შემდეგ გაიგეს. მანამდე პარტიაში ამბობდნენ, რომ ალიანსთან კომუნიკაცია თავად აღარ ჰქონდათ. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც თვლიან, რომ ოპოზიციას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და ახლა ყურადღების ცენტრში დარჩენას, ხელოვნურად ცდილობს.

რაც შეეხება თავად ოპოზიციური პარტიების განცხადებებს. "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგი წერეთლის თქმით, ალიანსს აქვს საერთო წესები და თუ არც წესებს ეთანხმები და რამდენიმე თვე არც მონაწილეობ პროცესებში, ნიშნავს, რომ არც იზიზრებ საერთო ხედვას.

"ის, რომ ალიანსმა მიიღო ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, ასეთი რამ არ ყოფილა. მექანიზმიც არ არის არავის გარიცხვის. შევთანხმდით საერთო წესებზე, თუ ამ წესებიდან ხარ ამოვარდნილი, თუ თვეებია არ მონაწილეობ, თუ რაღაცნაირად ზოგჯერ უკმაყოფილებას იჩენ რბილად რომ ვთქვათ და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ შენ ადგილს იქ ვერ ხედავ. თუ ვიღაცისთვის სიურპრიზია, ვიღაცისთვის ლოგიკურია ეს, ალბათ თვითონ უნდა გაარკვიონ", - აცხადებს გიგი წერეთელი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საერთო წესებზე უარი, თანასწორობის პრინციპის უგულებელყოფა და მხოლოდ ერთ სუბიექტზე მორგებული დღის წესრიგი - ოპოზიციური ალიანსი დაიშალაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები