პასკალ ლოტაზი: ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მყისიერად გადაჭრიდა, ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ჩაებას ომში, გახდეს ხიდი კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოებს შორის
თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმზე Neutrality Studies-ის დამფუძნებელმა პასკალ ლოტაზმა განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინსტრუმენტია და საქართველოს მიზანი ომში ჩაბმის ნაცვლად კონფლიქტში მყოფ ქვეყნებს შორის ხიდად ქცევა უნდა იყოს.

დღევანდელი ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ჩარჩო საგარეო პოლიტიკისთვის მშვიდობის დასაცავად, - განაცხადა Neutrality Studies-ს დამფუძნებელმა პასკალ ლოტაზმა თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საქართველოს გეოპოლიტიკური კონფიგურაცია და თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის. ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მყისიერად გადაჭრიდა, ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ჩაებას ომში, გახდეს ხიდი კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ უნდა შევისწავლოთ არსებული კონფლიქტები და საქართველო გახდება უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი მთელს რეგიონში”, - განაცხადა პასკალ ლოტაზმა.
თბილისში დღეს დღეს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და „ნეიტრალიტეტის კვლევების“ ორგანიზებით თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი გაიხსნა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ფორუმზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა: „ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.
ციტატები სტატიიდან
„ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…