არსებობს ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ვერსია და მისი განხორციელების მრავალი გზა, ვფიქრობ, ეს არის საქართველოსთვის ყველაზე რეალური შანსი - ასკალ ლოტასი
თბილისში საერთაშორისო ფორუმზე კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორმა პასკალ ლოტასმა განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღსადგენად ყველაზე რეალური შანსია.

"საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა" - თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.
მსჯელობენ ნეიტრალიტეტის იდეაზე და მის როლზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში.
ღონისძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები. ორი დღის განმავლობაში ოთხი თემატური პანელი ჩატარდება.
მიმდინარე ფორუმის შესახებ საუბრობს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი. პასკალ ლოტას განცხადებით, ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ვერსია და მისი განხორციელების მრავალი გზა არსებობს, რაც არის საქართველოსთვის ყველაზე რეალური შანსი.
"ნეიტრალიტეტი დაფიქრებად და მსჯელობად ნამდვილად ღირს. არსებობს ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ვერსია და მისი განხორციელების მრავალი გზა. ვფიქრობ, ეს არის საქართველოსთვის ყველაზე რეალური შანსი. ამ გზით ქვეყანას შეუძლია სრულად აღადგინოს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე. მას შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობიანი ურთიერთობა ყველა მეზობელთან: ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით. საქართველო გამონახავს დამოუკიდებელ გზას და შეიძენს, რაც შეიძლება მეტ მეგობარს", - განაცხადა პასკალ ლოტასმა.
თემასთან დაკავშირებით საუბრობს ესტონელი მეცნიერი. ყოფილი პოლიტიკოსის რეინ მიულერსონის განცხადებით, ამ კონფერენციის მიზანია ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი ღრმა რწმენა და ფასეულობები.
"ნეიტრალიტეტის საკითხის ირგვლივ მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ნეიტრალიტეტის გაგონებაზე ხალხი ფიქრობს, ესე იგი, ჩემი აზრი არ გამაჩნია, არაფერი მაინტერესებს და არც ღირებულებები მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ღირებულებები, არსებობს საკითხები, რომლებიც ადარდებს. ამ კონფერენციის მიზანია ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი ღრმა რწმენა და ფასეულობები. ამავდროულად, არ არის აუცილებელი რომელიმე სისტემის ნაწილი გახდეთ, იქნება ეს დასავლური თუ რუსული. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ საკუთარი ქართული სისტემა და ეცადოთ ურთიერთობა შეინარჩუნოთ ორივე მხარესთან", - განაცხადა რეინ მიულერსონმა.
ციტატები სტატიიდან
„ნეიტრალიტეტი დაფიქრებად და მსჯელობად ნამდვილად ღირს. არსებობს ნეიტრალიტეტის სხვადასხვა ვერსია და მისი განხორციელების მრავალი გზა. ვფიქრობ, ეს არის საქართველოსთვის ყველაზე რეალური შანსი. ამ გზით ქვეყანას შეუძლია სრულად აღადგინოს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე. მას შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობიანი ურთიერთობა ყველა მეზობელთან: ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით. საქართველო გამონახავს დამოუკიდებელ გზას და შეიძენს, რაც შეიძლება მეტ მეგობარს“
„ნეიტრალიტეტის საკითხის ირგვლივ მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ნეიტრალიტეტის გაგონებაზე ხალხი ფიქრობს, ესე იგი, ჩემი აზრი არ გამაჩნია, არაფერი მაინტერესებს და არც ღირებულებები მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობთ. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ღირებულებები, არსებობს საკითხები, რომლებიც ადარდებს. ამ კონფერენციის მიზანია ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ საკუთარი ღრმა რწმენა და ფასეულობები. ამავდროულად, არ არის აუცილებელი რომელიმე სისტემის ნაწილი გახდეთ, იქნება ეს დასავლური თუ რუსული. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ საკუთარი ქართული სისტემა და ეცადოთ ურთიერთობა შეინარჩუნოთ ორივე მხარესთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…