პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვიდრე ცხოველს გაიმეტებს”- ილია ჩაჩიბაია

ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია საკუთარ ძაღლზე დაკვირვების მაგალითზე აცხადებს, რომ ცხოველი ადამიანს თავისთავად არ ერჩის, აგრესიის მიზეზი ყოველთვის ადამიანის მოპყრობა ან ძალადობაა და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, სანამ ცხოველს გაიმეტებს.

“ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვიდრე ცხოველს გაიმეტებს”- ილია ჩაჩიბაია
ალია

ჟურნალისტი, ილია ჩაჩიბაია:

ეს ამბავი ამ ფოტოს გადაღებიდან 8-9 თვეში მოხდა. აქ ბიბი ჯერ კიდევ ლეკვია. მაშინ ერთი წლის იყო.

ყოველდღე სასეირნოდ დამყავს. თუ ჩვენი ტრადიცია დაირღვა, მოწყენილი თვალებით დადის კარგა ხანს. მეც ვცდილობ, არ ვაწყენინო. ერთ დღესაც, ჩვეულებისამებრ, პარკისკენ გავემართეთ, სადაც უსაფრთხო გარემოა და მასაც უყვარს იქ.

დიდი ხნის შემდეგ სპეციალურ ეზოში ჩამოვჯექი სკამზე, საბმელი მოვხსენი და მობილურში ჩავიხედე. ბიბი მონდომებით ზვერავდა პერიმეტრს, ცხვირს აცმაცუნებდა ყველგან. გვარიანად მომშორდა.

მოულოდნელად ვხედავ, სამჯერ უფრო დიდი ძაღლი (ჯიში ვერ ვიცანი) ელვის სისწრაფით გამორბის ჩემკენ. კეთილია, თამაში უნდა. ბიბი კი მის ჩანაფიქრს ვერ მიხვდა. წამებში გამოიქცა ჩემკენ, საბრძოლო მზადყოფნის ფორმა მიიღო და წინ დამიდგა, ვიდრე ის ძაღლი ჩემამდე მოაღწევდა.

გადამეფარა და მოახლოების საშუალებას არ აძლევდა. არც უყეფდა, არც უღრენდა. უბრალოდ, თავისი სხეულით მიცავდა და ყველა მიმართულებით იწეოდა, საიდანაც უცხო ძაღლი მოახლოებას ცდილობდა. ამასობაში მისი პატრონიც გამოჩნდა და ცუგა წაიყვანა.

ბიბის ცხოვრებაში არასდროს გამოუჩენია აგრესია არცერთი ცოცხალი არსების მიმართ. უკვე წელიწადნახევრისაა და არასდროს მოქცეულა ცუდად. ეტყვი რამეს და თითქოს ესმის. არავის გაუწვრთნია, ასე რომ მოქცეულიყო. არც ჩვენ მოვქცევივართ არასდროს ცუდად. არ ვაბუქებ, ორმხრივი მეგობრობა და პატივისცემაა.

საყვედურსაც კი ხმის ტემბრის ოდნავი მომატებით ხვდება. პასუხებს კი თვალებით გვიბრუნებს. ხან სიყვარულს გამოხატავს, ხან მშია-ო, ხან წყენას, ხან გაოცებას, ზოგჯერ იმედგაცრუებასაც კი (თუ სხვა ძაღლს მოვეფერეთ). ლაპარაკობს, ოღონდ თვალებით და საქციელით.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ძაღლი ადამიანს თავისთავად არ ერჩის. აგრესიის უკან ყოველთვის ადამიანის მოპყრობა, ძალადობა ან არასწორი გარემოა. სიყვარულს კი ათმაგად გიბრუნებს, ზოგჯერ პატრონისთვის თავგანწირვითაც კი.

ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვიდრე ცხოველს გაიმეტებს…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მერი არ არის გამომძიებელი — კახა კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზეწაიკითხე

უახლესი ამბები