პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პასკალ ლოტაზი ნეიტრალიტეტზე: ეს ევროკავშირისთვისაც კარგი იქნება. სამხრეთ კავკასია იქნება სტაბილური, იქნება მშვიდობა

პროფესორ პასკალ ლოტაზის განცხადებით, საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკური ჩარჩოს შექმნა ტერიტორიების დაბრუნების საუკეთესო შანსია, რაც 10-15 წელიწადში იქნება რეალისტური.

პასკალ ლოტაზი ნეიტრალიტეტზე: ეს ევროკავშირისთვისაც კარგი იქნება. სამხრეთ კავკასია იქნება სტაბილური, იქნება მშვიდობა
იმედინიუსი

ნეიტრალიტეტი ევროკავშირისთვისაც კარგი იქნება. სამხრეთ კავკასია იქნება სტაბილური, აქ იქნება მშვიდობა და ეს ყველასთვის კარგია: რუსებისთვის, ქართველებისთვის, ევროკავშირის ყველა წევრისთვის, - განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პასკალ ლოტაზიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს ვერ მიიღწევა 1-2 წელიწადში, თუმცა 10-15 წელიწადში იქნება რეალისტური.

ლოტაზიმ ისაუბრა იმის შესახებ, რამდენად აქვს ალტერნატივა საქართველოს, თუ არა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მან ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები ძალის გამოყენებით დაიბრუნოს.

„კითხვა ისმის, ალტერნატივა რა გახლავთ? საქართველოს გააჩნია მძლავრი არმია, რომ ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები? ძალიან დიდი ეჭვები მაქვს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გააჩნია ალტერნატივა, რომ შექმნას ჩარჩოები, რომელიც დაეხმარება, ორივე ტერიტორიას, უთხრათ, „თუ შეიძლება, დაბრუნდით“ და უთხრათ რუსეთს, „ნება მიეცით, რომ დაბრუნდნენ“. თუ ეს ორივე რამ იქნება მიღწეული, თუ მათ სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ და რუსეთი ეტყვით, რომ შეუერთდით, მაშინ საუკეთესო შანსი ჩნდება, რომ საქართველოს ტერიტორია გაერთიანდება და იქნება ერთიანი. სხვა ვარიანტები არსებობს, რომ შევქმნათ ჩარჩოები ამის გარდა? და როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გთავაზობთ, ეს იქნება ჩარჩოები. ამას ვერ მივაღწევთ ერთ-ორ წელიწადში. 10-15 წელიწადში იქნება რეალისტური, მაგრამ უნდა მოხდეს გარანტია იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს რომ მივმართოთ, რომ ჩვენ შევქმენით პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც იქნება საერთო ქართული სახლი ყველასთვის, რადგან ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და რუსეთიც გაიგებს, რომ ეს მისთვისაც კარგი იქნება, რადგან საქართველო არასდროს წარმოადგენს მომავალში მისთვის საფრთხეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, გაამყარებს საქართველოს სტატუსს, როგორც ნეიტრალური ქვეყნისა და მეტი პრობლემები აღარ შეიქმნება. ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. სამწუხაროდ, ევროკავშირი ნულოვანი ანგარიშის თამაშს თამაშობს, რომ თუ რაიმე კარგია რუსეთისთვის, ჩვენთვის ცუდია, მაგრამ ასე არ იქნება, ეს ევროკავშირისთვისაც იქნება კარგი. სამხრეთ კავკასია იქნება სტაბილური, აქ იქნება მშვიდობა და ყველასთვის კარგი იქნება: რუსებისთვის, ქართველებისთვის, ევროკავშირის ყველა წევრისთვის. ანუ, უნდა შეიქმნას ჩარჩოები, რომ მოხდეს შეთავაზების ფორმირება ყველა სხვისთვის და ამაზე მუშაობს პარტია და ვფიქრობ, ჩემი კვლევებიდან ეს კარგი იდეაა. მანამდე უნდა მომხდარიყო ეს, მანამდე უნდა ემუშავა, მაგრამ დღეს ეს სწორად უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა პასკალ ლოტაზიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კითხვა ისმის, ალტერნატივა რა გახლავთ? საქართველოს გააჩნია მძლავრი არმია, რომ ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები? ძალიან დიდი ეჭვები მაქვს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გააჩნია ალტერნატივა, რომ შექმნას ჩარჩოები, რომელიც დაეხმარება, ორივე ტერიტორიას, უთხრათ, „თუ შეიძლება, დაბრუნდით“ და უთხრათ რუსეთს, „ნება მიეცით, რომ დაბრუნდნენ“. თუ ეს ორივე რამ იქნება მიღწეული, თუ მათ სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ და რუსეთი ეტყვით, რომ შეუერთდით, მაშინ საუკეთესო შანსი ჩნდება, რომ საქართველოს ტერიტორია გაერთიანდება და იქნება ერთიანი. სხვა ვარიანტები არსებობს, რომ შევქმნათ ჩარჩოები ამის გარდა? და როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გთავაზობთ, ეს იქნება ჩარჩოები. ამას ვერ მივაღწევთ ერთ-ორ წელიწადში. 10-15 წელიწადში იქნება რეალისტური, მაგრამ უნდა მოხდეს გარანტია იმისა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს რომ მივმართოთ, რომ ჩვენ შევქმენით პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც იქნება საერთო ქართული სახლი ყველასთვის, რადგან ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და რუსეთიც გაიგებს, რომ ეს მისთვისაც კარგი იქნება, რადგან საქართველო არასდროს წარმოადგენს მომავალში მისთვის საფრთხეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა, გაამყარებს საქართველოს სტატუსს, როგორც ნეიტრალური ქვეყნისა და მეტი პრობლემები აღარ შეიქმნება. ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ. სამწუხაროდ, ევროკავშირი ნულოვანი ანგარიშის თამაშს თამაშობს, რომ თუ რაიმე კარგია რუსეთისთვის, ჩვენთვის ცუდია, მაგრამ ასე არ იქნება, ეს ევროკავშირისთვისაც იქნება კარგი. სამხრეთ კავკასია იქნება სტაბილური, აქ იქნება მშვიდობა და ყველასთვის კარგი იქნება: რუსებისთვის, ქართველებისთვის, ევროკავშირის ყველა წევრისთვის. ანუ, უნდა შეიქმნას ჩარჩოები, რომ მოხდეს შეთავაზების ფორმირება ყველა სხვისთვის და ამაზე მუშაობს პარტია და ვფიქრობ, ჩემი კვლევებიდან ეს კარგი იდეაა. მანამდე უნდა მომხდარიყო ეს, მანამდე უნდა ემუშავა, მაგრამ დღეს ეს სწორად უნდა განხორციელდეს“
პასკალ ლოტაზი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პროფესორი პასკალ ლოტაზი: საქართველო დგას უზარმაზარი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ძალიან დიდი მეზობელი ჰყავს ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში - თურქეთი, ირანი. ქვეყნის გარშემო მიმდინარეობს კონფლიქტები და ბატონი ბიძინა გიორგობიანის პარტია ფიქრობს ამჟამად, რა უნდა გაკეთდეს და ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რასაც სთავაზობენ, ეს არის ნეიტრალურობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები