პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაპუაშვილი: “წლებია, ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, – სააკაშვილს არასათანადოდ მკურნალობენო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბოდიში მოიხადა?”

რუსთავი 2ქართული ოცნება

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ელჩებს ქართული მართლმსაჯულების გაშავების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ელჩი ჰერჩინსკი პროცესში პირადად იყო ჩართული, როდესაც სააკაშვილის მკურნალობის გამო დემარშით მივიდა, ხოლო სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ბოდიში არ მოუხდია.

პაპუაშვილი: “წლებია, ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, – სააკაშვილს არასათანადოდ მკურნალობენო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბოდიში მოიხადა?”
POSTV

„ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სისტემას, ამ შემადგენლობით, ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან “რუსთავი 2-ის”, გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენი არჩევანია, რომ შევქმენით ის სამართლებრივი ჩარჩო და ის პრაქტიკული ჩარჩო, სადაც ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ამ ტესტს უძლებს. ყოველ ჯერზე მტყუანია ხოლმე ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს.

აქედან დასკვნა: თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთხელ, ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო სასამართლოს მიზეზი, ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა.

“ქართულმა ოცნებამ” სწორედ ეს გააკეთა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და, სადაც დასადგომი იყო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ დადგა.

ხედავთ, ქვეყანას რა ფასი უჯდება ის, რომ დღეს ბრიუსელი თავს ესხმის საქართველოს დიქტატორების პასუხისგებაში მიცემის გამო. სადაც არ დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ არ იყო ინდივიდუალური ბრალი.

ხედავთ, რა ენერგია და რესურსი იხარჯება – წლებია, ელჩები, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ფული, ყველაფერი ჩართულია ქართული მართლმსაჯულების გასაშავებლად; ბატონი ჰერჩინსკი პირადად არის ჩართული ამ პროცესში და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს.

ის პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, – სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობააო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, – ყველაფერი წესრიგშიაო. ბოდიში მოიხადა?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილს არასათანადოდ მკურნალობენო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბოდიში მოიხადა?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სისტემას, ამ შემადგენლობით, ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ლევან მურუსიძისა და ვასილ როინიშვილის შესახებ კითხვაზე - ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ტესტს უძლებს - ყოველ ჯერზე მტყუანია ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს! - დიახაც, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები