პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილს არასათანადოდ მკურნალობენო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ბოდიში მოიხადა?
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელი და ჰერჩინსკი სასამართლოს გაშავებას უშედეგოდ ცდილობდნენ, მათ შორის სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველაფერი წესრიგშია.

თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, წლებია დიდი რესურსი იხარჯება სასამართლო სისტემის გასაშავებლად, თუმცა ყოველ ჯერზე „ცხვირი წაიტეხეს“.
„ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სისტემას, ამ შემადგენლობით, ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან რუსთავი 2-ის, გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეზე. ჩვენი არჩევანია, რომ შევქმენით ის სამართლებრივი ჩარჩო და ის პრაქტიკული ჩარჩო, სადაც ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ამ ტესტს უძლებს. ყოველ ჯერზე მტყუანია ხოლმე ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს. აქედან დასკვნა: თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთხელ, ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყოს სასამართლოს მიზეზი, ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა.
ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს გააკეთა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სადაც დასადგომი იყო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ დადგა. ხედავთ ქვეყანას რა ფასი უჯდება ეს, რომ დღეს ბრიუსელი თავს ესხმის საქართველოს დიქტატორების პასუხისგებაში მიცემის გამო. სადაც არ დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ არ იყო ინდივიდუალური ბრალი. ხედავთ რა ენერგია და რესურსი იხარჯება - წლებია უკვე ელჩები, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ფული, ყველაფერი ჩართულია ქართული მართლმსაჯულების გასაშავებლად, ბატონი ჰერჩინსკი პირადად არის ჩართული ამ პროცესში და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ის პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობააო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშიაო. ბოდიში მოიხადა?“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენი არჩევანია ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ყველანაირ ტესტს უძლებს და შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სისტემას, ამ შემადგენლობით, ცილს სწამებდნენ ბრიუსელიდან რუსთავი 2-ის, გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეზე. ჩვენი არჩევანია, რომ შევქმენით ის სამართლებრივი ჩარჩო და ის პრაქტიკული ჩარჩო, სადაც ჩვენი მართლმსაჯულება ყველა ამ ტესტს უძლებს. ყოველ ჯერზე მტყუანია ხოლმე ბრიუსელი და ელჩები, რომლებიც თავს ესხმიან სასამართლოს. აქედან დასკვნა: თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთხელ, ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე, რომელიც წლების განმავლობაში იყოს სასამართლოს მიზეზი, ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ეს ნიშნავს, რომ დიახ, ეს არის კარგი მართლმსაჯულების სისტემა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ეს გააკეთა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნა სისტემა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და სადაც დასადგომი იყო ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ დადგა. ხედავთ ქვეყანას რა ფასი უჯდება ეს, რომ დღეს ბრიუსელი თავს ესხმის საქართველოს დიქტატორების პასუხისგებაში მიცემის გამო. სადაც არ დადგა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, იქ არ იყო ინდივიდუალური ბრალი. ხედავთ რა ენერგია და რესურსი იხარჯება - წლებია უკვე ელჩები, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, ფული, ყველაფერი ჩართულია ქართული მართლმსაჯულების გასაშავებლად, ბატონი ჰერჩინსკი პირადად არის ჩართული ამ პროცესში და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს. ის პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და ეუბნებოდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობააო, რამდენიმე კვირაში კი სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი წესრიგშიაო. ბოდიში მოიხადა?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…