პრემიერი: მაქვს ინფორმაცია ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმეზე, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორი ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდა და მიმდინარე საქმეზე ანგარიში მოითხოვა, რაც, მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც აკრძალულია ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპისა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.
"კონკრეტული ორი ევროპელი ელჩი იყო, რომელიც მისული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში და რომელიც ითხოვდა ინფორმაციას კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევაა. ასევე, თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ეხებოდა თუ არა ეს პარტიების აკრძალვის საქმეს.
"ბოლო პერიოდში ამ საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს ინფორმაცია. მანამდე იყო ასევე სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სამართლის უზენაესობა უნდა იყოს დაცული ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და სამართლის უზენაესობას პატივი უნდა სცენ ჩვენთანაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე – მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე: „მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ორ ევროპელ ელჩზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს ანგარიში კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით“
“მაქვს ინფორმაცია 2 ევროპელ ელჩზე” – კობახიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…