სერბეთში პოლიციელები დააკავეს მომიტინგეებზე სავარაუდო ძალადობის გამო – Reuters
სერბეთში პოლიციის 9 მოქმედი და 1 ყოფილი ოფიცერი ანტიკორუფციული აქციების დროს დაკავებულთა წამებისა და დაშინების ბრალდებით დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელიტარული დანაყოფის წევრებმა დემონსტრანტებზე სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში იძალადეს.

სერბეთის ხელისუფლებამ დააკავა პოლიციის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი ოფიცერი გასულ წელს ბელგრადში გამართული ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტების გამო. “როიტერის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ანტიკორუფციულმა საპროტესტო აქციებმა სერბეთი 2025 და 2026 წლებში მას შემდეგ მოიცვა, რაც 2024 წლის 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში, ახლად გარემონტებულ რკინიგზის სადგურზე სახურავი ჩამოინგრა და 16 ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქციები საბოლოოდ 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ გამარჯვებით დასრულდა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილებმა, რომლებიც პოლიციის ელიტარულ დანაყოფში მსახურობდნენ, 2025 წლის 14-15 აგვისტოს ბელგრადის ცენტრში, სამთავრობო კომპლექსის ავტოფარეხში რამდენიმე დაკავებული პირი აწამეს და დააშინეს.
„ძალის გამოყენებითა და მუქარით, (მათ) მიაყენეს დიდი ტკივილი და მძიმე ტანჯვა დიდი რაოდენობით… პირს, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ასევე დაშინებისა და მათი უკანონოდ დასჯის გზით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ დაკავებული ოფიცრებისა და ყოფილი ოფიცრის მხოლოდ ინიციალები გაასაჯაროვა.
“როიტერსის” ცნობით, ეს ინფორმაცია წარმოადგენს პირველ მასშტაბურ დაკავებას ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით.
საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა ცრემლსადენ გაზს და სხვა საშუალებებს.
ათობით სტუდენტმა და აქტივისტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, რამაც მათი დაზიანებები და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ძალის გამოყენებითა და მუქარით, (მათ) მიაყენეს დიდი ტკივილი და მძიმე ტანჯვა დიდი რაოდენობით… პირს, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ასევე დაშინებისა და მათი უკანონოდ დასჯის გზით,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…