ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის წევრებმა მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმეს

სერბეთში ტელეარხ Informer-ის ოფისში შეჭრისა და არეულობის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა „სტუდენტურმა სიამ“ მედიაში ჩარევა დაგმო და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდა.

სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის წევრებმა მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმეს
სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის წევრებმა მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმესიმედინიუსი

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოუწოდეს დაიშალონ მას შემდეგ, რაც გვიან ღამით ადამიანები შეიჭრნენ ტელეარხის შენობაში, რომელიც წინა ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

ბლოკ „სტუდენტური სიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხარს არ უჭერენ და არც მოუწოდებენ მედიის საქმიანობაში ჩარევისკენ.

„ჩვენ გავათავისუფლებთ მედიას პარლამენტში თავისუფლებისა და პროფესიული ჟურნალისტიკისთვის ინსტიტუციური ბრძოლის საშუალებით. ჩვენ გამარჯვებას ერთად მივაღწიეთ და მის ღირსებას შევინარჩუნებთ“, - აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.

გვიან ღამით ტელეარხთან განვითარებული მოვლენები დაგმო სერბეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეას ფონ ბეკერატმაც და ადამიანებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, გვიან ღამით ადამიანების ჯგუფი ტელეარხ Informer-ის ოფისში შევარდა და არეულობა მოაწყო. არეულობის დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გავათავისუფლებთ მედიას პარლამენტში თავისუფლებისა და პროფესიული ჟურნალისტიკისთვის ინსტიტუციური ბრძოლის საშუალებით. ჩვენ გამარჯვებას ერთად მივაღწიეთ და მის ღირსებას შევინარჩუნებთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთის არჩევნებში სტუდენტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა - ალექსანდრ ვუჩიჩმა მარცხი აღიარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები