პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს

სერბეთში ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა წამებისა და ძალის გადამეტების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს. ქვეყნის შსს-ს ცნობით, მათ მთავრობის შენობის ავტოფარეხში რამდენიმე პირის წამებასა და დაშინებაში ედებათ ბრალი.

სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავეს
ფორმულა

სერბეთში, გასულ წელს გამართული ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისა და წამების ბრალდებით 10 პოლიციელი დააკავეს.

დაკავებულებს შორის ცხრა მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველია. ინფორმაციას Reuters სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ 2025 წლის 14-15 აგვისტოს, ბელგრადის ცენტრში მდებარე მთავრობის შენობის ავტოფარეხში რამდენიმე პირის წამება და დაშინება.

სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურში ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა. კონსტრუქციის ქვეშ იმყოფებოდნენ მგზავრები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. დემონსტრანტები ხელისუფლებისგან ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კორუფციასთან ეფექტიან ბრძოლას მოითხოვდნენ. საპროტესტო გამოსვლები 2025 და 2026 წლებშიც გაგრძელდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერბეთში ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის მეორე წლისთავი აღნიშნეს - ცერემონიაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები