ზელენსკი იმედოვნებს, აშშ-ის არჩევნების შედეგები დახმარების გაზრდაზე იმოქმედებს
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის კონგრესზე დემოკრატების კონტროლმა შესაძლოა უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაზრდას შეუწყოს ხელი, რაც პუტინს ომის შეწყვეტისკენ უბიძგებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვებამ, შესაძლოა, მომავალი წლიდან უკრაინისთვის მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფას ხელი შეუწყოს.
„ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. მე რესპუბლიკელების მადლიერიც ვარ, მაგრამ დემოკრატები ძალიან მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარების გაწევაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან დახმარების გაზრდამ შესაძლოა გავლენა იქონიოს პუტინის პოზიციაზეც და მას ომის შეწყვეტისკენ უბიძგოს.
„თუ კონგრესი ახლა ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებს, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც პუტინზე გავლენას მოახდენს. პუტინი მაშინ დაფიქრდება, აქვს თუ არა აზრი ბრძოლის გაგრძელებას, ომის გაგრძელებას, როცა მხარდაჭერა იზრდება“, — თქვა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. მე რესპუბლიკელების მადლიერიც ვარ, მაგრამ დემოკრატები ძალიან მკაფიოდ საუბრობენ უკრაინის მხარდაჭერასა და დახმარების გაწევაზე“
„თუ კონგრესი ახლა ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერასა და სამხედრო დახმარებაზე ისაუბრებს, როგორც ამას დღეს ევროპა აკეთებს, ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება, რაც პუტინზე გავლენას მოახდენს. პუტინი მაშინ დაფიქრდება, აქვს თუ არა აზრი ბრძოლის გაგრძელებას, ომის გაგრძელებას, როცა მხარდაჭერა იზრდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…